20:38 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-25 10:50:14, 3920 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა

ვინოგრადივკა-ვულკანესტის სასაზღვრო გამშვებმა დროებით შეაჩერა ფუნქციონირება რუსული თავდასხმის შედეგების გამო.

ევროპული პრავდას ცნობით, ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურმა განაცხადა.

უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე მდებარე ვინოგრადივკა-ვულკანესტის საერთაშორისო სასაზღვრო გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა თავდასხმის დრონებმა დააზიანა. ამჟამად გამშვებ პუნქტზე მოძრაობა შეჩერებულია და საბაჟო პროცედურები არ ხორციელდება.

საბაჟო სამსახურმა მოუწოდა მოქალაქეებს და გადამზიდავებს, გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია მარშრუტების დაგეგმვისას და აირჩიონ სხვა გამშვები პუნქტები უკრაინა-მოლდოვას საზღვრის გადაკვეთისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეს გამშვები პუნქტი მდებარეობს ტაბაკის გამშვები პუნქტის მახლობლად, რომელზეც რუსეთმა გასულ კვირას თავდასხმა განახორციელა.

თავდასხმის შედეგად, ტაბაკის გამშვებმა პუნქტმაც შეაჩერა ფუნქციონირება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics