|
2026-08-25 14:51:45, 264 ნახვა
ეკონომიკა
კაიმანის კუნძულებზე არსებული კომპანიიდან "თანაინვესტირების ფონდის" აქტივები ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადაფორმდა
"თანაინვესტირების ფონდი", რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - ფონდის რამდენიმე მსხვილი კომპანია 24 აგვისტოს საჯარო რეესტრში დაფიქსირებული განცხადებიდან გამომდინარე კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული GCF LP-ის ნაცვლად, პირდაპირ ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადარეგისტრირდა. აქამდე კაიმანის კუნძულებზე GCF LP-ის საბოლოო მესაკუთრე ისედაც ეკატერინე ხვედელიძე იყო, თუმცა ახალი მოწყობით, ის ფონდის აქტივების მფლობელი იქნება უშუალოდ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით. 24 აგვისტოს მფლობელის ცვლილების განაცხადები დარეგისტრირდა "აქსის თაუერსში"; "გალერია ჰოლდინგში" (სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი"); ასევე "მტკვარი ჰესის" მფლობელ კომპანია "მტკვარი ჰოლდინგში" და "პლანტას" მფლობელ - "აგრო ჰოლდინგში". მათი 100%-ის მესაკუთრე ეკატერინე ხვედელიძე გახდა. თანაინვესტირების ფონდი აქამდე კაიმანის კუნძულებზე; ასევე ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით ფლობდა საქართველოში არსებულ აქტივებს, თუმცა 2024 წლის ბოლოდან ფონდის სტრუქტურის ეტაპობრივი ცვლილება დაიწყო, 2025 წლის იანვარში ამისთვის დაფუძნდა კომპანია „ჯი სი ეფ საქართველო“, ხოლო ახლა კი ფონდის რამდენიმე მსხვილი აქტივი პირდაპირ ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადარეგისტრირდა.
ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება
კაიმანის კუნძულებზე არსებული კომპანიიდან "თანაინვესტირების ფონდის" აქტივები ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადაფორმდა
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)