|
2026-08-05 10:04:57, 838 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ბაზისბანკი განაგრძობს ქართულ საფინანსო ბაზარზე მდგრად განვითარებას და პოზიციების თანმიმდევრულ განმტკიცებას ყველა საკვანძო სეგმენტში და 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგების მიხედვით, მომგებიანი ბანკების სამეულშია. ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლები ციფრებში:
ბაზისბანკი კვლავ ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მთავარი მხარდამჭერია და სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. წელს, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსების ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და იურიდიული პირების პორტფელის ზრდამ 28%, 2.8 მილიარდი ლარი, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა. 2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საცალო სესხების მოცულობამ 942 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი ბბ ლიზინგისა და ბბ დაზღვევის 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით - ბბ ლიზინგის პორტფელმა 48 მილიონი ლარი შეადგინა, პორტფელის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ა. ბბ დაზღვევის მიერ 2026 წლის 6 თვეში მოზიდულმა პრემიამ 9.5 მილიონი ლარი შეადგინა. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.51% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 14.05%. „ბაზისბანკის 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ბანკი სწორი სტრატეგიითა და მზარდი ტემპით ვითარდება. მომგებიანი ბანკების სამეულში მოხვედრა ჩვენი გუნდის შრომისა და პარტნიორების ურყევი ნდობის შედეგია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის მდგრადობას, მომხმარებელთა სანდოობის მაღალ ხარისხს და ბაზისბანკის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური საყრდენის, პოზიციას. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა 2026 წლის უმსხვილესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა, რომელმაც სრულიად ახალი მასშტაბი და შესაძლებლობები შესძინა ბაზისბანკის ჯგუფს. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრად განვითარებას და როგორც ბიზნესის, ისე საცალო სექტორის მხარდაჭერას, რათა მომხმარებელს საუკეთესო საბანკო გამოცდილება შევუქმნათ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.“ - ბაზისბანკის და ლიბერთის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა. 2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ლიბერთი საქართველოს მასშტაბით ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მონაცემებით ბანკის აქტივები 6.3 მილიარდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.6 მილიარდი ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 5 მილიარდი ლარი. 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგება 52.8 მილიონი ლარია.
Wall Street Journal-ის ცნობით, ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა
რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
რუსებმა მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტიეს: 2 ადამიანი დაიღუპა, ფუნქციონირება შეჩერებულია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)