2026-03-24 15:33:05, 210 ნახვა
იუკნევიჩიენე: EU-ის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ადგილი არ არის
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილ განაჩენს X-ზე პოსტით ეხმაურება.
"ელენე ხოშტარიას ეს-ესაა 1.5 წელი მიუსაჯეს.
ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის.
ევროპარლამენტი სრულად სოლიდარულია ქართველი ხალხისა და პოლიტიკური პატიმრების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მარტის რეზოლუციით", - წერს ის.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება გაკეთებისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,