|
2026-03-24 16:44:51, 428 ნახვა
პოლიტიკა
ქალი პოლიტიკოსები: ელენეს დაპატიმრებით ქართული ოცნება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ნამდვილ სახეს
ქალი პოლიტიკოსები გმობენ ელენე ხოშტარიას პატიმრობას და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პარტია "დროას" ლიდერის პატიმრობა პოლიტიკური მოტივაცითაა ნაკარნახევი და მისი გისოსებს მიღმა გამოკეტვით რეჟიმი ქვეყანაში თავისუფალი ხმის ჩახშობას ცდილობს. "დღეს ელენე ხოშტარია მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა არ არის, ის იქცა თავისუფალი ადამიანის სიმბოლოდ, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და არ ჩუმდება მაშინ, როცა სისტემა დუმილს ითხოვს. ის არის ქალი, რომელიც ბრძოლას ირჩევს მაშინაც კი, როცა ამის ფასი პირადი თავისუფლებაა. ამით აცოცხლებს ქართველი ქალის იმ სახეს, რომელსაც ჩვენი ისტორია ყოველთვის იცნობდა - გაუტეხავს, მებრძოლსა და ღირსების დამცველს. ოთხი შვილის დედისთვის წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა. ეს არალეგიტიმური ხელისუფლების ღრმა მორალური კრიზისის მკაფიო გამოხატულებაა. ელენესთვის პატიმრობა ბანერის დაზიანების გამო არ მიუსჯია რეჟიმს. ელენე ციხეშია იმიტომ, რომ არ აღიარებს ქართული ოცნების უსამართლო წესრიგს, არ ცნობს მის ლეგიტიმაციას და არ ემორჩილება მას. ის ისჯება არა ქმედებისთვის, არამედ პოზიციისთვის. მის მიმართ გამოტანილი განაჩენი სამართალი არ არის, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება რეჟიმს და არა კანონს. პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლესაც, რომელმაც სამართლის დაცვას მისი უგულებელყოფა არჩია. ისტორია ამ პერიოდს შეაფასებს, როგორც მორალისგან დაცლილი პოლიტიკისა და მორჩილების ეპოქას. ელენეს საქმე დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს. ევროპარლამენტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ელენე ხოშტარიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ბრალდებები - უსაფუძვლო, ხოლო მის მიმართ მოპყრობა - დამამცირებელი და არაჰუმანური. ელენეს დაპატიმრებით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ნამდვილ სახეს. ეს არის რეჟიმი რომელსაც ეშინია მისი ძალაუფლების არაღიარების, ხოლო ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ ძალადობრივ და დანაშაულებრივ გზას მიმართავს. ელენე დღეს წერს საქართველოს ისტორიას. ხოლო ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გვერდით ვდგავართ ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ელენესთვის, ყველა პოლიტპატიმრისთვის და თავისუფლება ჩამორთმეული თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს ღირსეული მომავლისათვის" - ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს 17 ქალი პოლიტიკოსი აწერს. საერთო განცხადების ხელმომწერები არიან: თამუნა გამყრელიძე თინა ბოკუჩავა ნინო დოლიძე მედეა მეტრეველი თინა ბოლოკაძე მარიამ კუკავა ანა კობახიძე ნანა ტოხვაძე მარიკა არევაძე ეკა მიშველაძე სევდია უგრეხელიძე ნინო გოგინაშვილი ანა ჩიქოვანი თამი ჟორჟოლიანი ნანა მალაშხია ნინო კვიტაიშვილი ანი ქავთარაძე სოფო ჯაფარიძე რუსუდან თევზაძე ხატია დეკანოიძე თეონა აქუბარდია თეონა ჭალიძე
ზურაბიშვილი: ხოშტარიას განაჩენი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიაზე, ფუნდამენტურ უფლებებზე
ელისაშვილი: მოვუწოდებ ყველას, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭირვალე პირობებს სთავაზობს
27 მარტამდე დარეგისტრირდი ევერესტის ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
|
რედაქტორის რჩევით
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
სამებაში პატრიარქის დაკრძალვაზე არცერთი ყოფილი პრეზიდენტი რეჟიმის წარმომადგენლებმა არ მიუშვეს
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)