|
2026-03-24 16:44:32, 1135 ნახვა
პოლიტიკა
ბარონი ლივერმორი: სანქციების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები
2 მარტს ლორდთა პალატის წევრმა, ბარონესა მარგარეტ პატრიცია კურანმა კითხვით მიმართა ლორდთა პალატის წევრს, ბარონ სპენსერ ელიოტ ლივერმორს, რომელიც ამასთან დიდი ბრიტანეთის ფინანსური მდივანია. მან ბარონ სპენსერ ელიოტ ლივერმორს 2 კითხვა გაუგზავნა:
ბარონმა სპენსერ ელიოტ ლივერმორმა ბარონესა კურანს ორივე კითხვაზე 17 მარტს უპასუხა: "დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების აღსრულების სამმართველო (OFSI), რომელიც ხაზინის ნაწილია, არის გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური სანქციების განხორციელებაზე. გაერთიანებული სამეფოს ყველა ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის (მათ შორის კომპანიების) ვალდებულებაა, სრულად დაიცვან ბრიტანეთის ფინანსური სანქციები. OFSI რეგულარულად არ გასცემს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს კონკრეტული ინსტიტუტებისთვის სანქციების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. OFSI მუდმივად თანამშრომლობს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და აქვეყნებს ამომწურავ სახელმძღვანელო მითითებებს, რათა უზრუნველყოს ფინანსური სანქციების სწორად გაგება და ეფექტური დაცვა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის საბანკო და ფინანსურ სფეროებში. გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, OFSI გაატარებს შესაბამის, პროპორციულ სამართლებრივ ზომებს", - აღნიშნულია პირველი კითხვის პასუხში. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რომელიც ქართულ ბიზნეს-საზოგადოებასთან შეხვედრას ეხება, ბარონი სპენსერ ელიოტ ლივერმორი შემდეგნაირად პასუხობს: "ამჟამად არ არის დაგეგმილი შეხვედრა ლონდონში არსებულ ქართულ ბიზნეს-საზოგადოებასა და ხაზინას შორის, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური სანქციების განხორციელებაზე. გაერთიანებული სამეფოს ყველა პირს, მათ შორის კომპანიებს, ეკისრებათ ვალდებულება სრულად დაიცვან ბრიტანეთის ფინანსური სანქციები. დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების აღსრულების სამმართველო (OFSI) რეგულარულად თანამშრომლობს ინდუსტრიასთან და აქვეყნებს დეტალურ სახელმძღვანელოებს, რათა ფინანსური სანქციები სწორად იყოს გაგებული და ეფექტურად შესრულებული სხვადასხვა სექტორში. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სანქციების დარღვევა, OFSI იღებს პროპორციულ აღმასრულებელ ზომებს", - ნათქვამია პასუხში. 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია იმედსა და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორივე მაუწყებლის მიმართ ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმედი და POSTV ავრცელებდნენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ უკრაინაში, რაც, ლონდონის შეფასებით, ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია იმედი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია პოსტტვსთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის. "საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, "იმედის" ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი". აქ იმედია!", - ნათქვამი იყო იმედის განცხადებაში. 4 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა BMG-ს უთხრა, რომ თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მიმართვა შევა, განაცხადს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)