2025-04-04 13:28:45, 590 ნახვა
სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს ცვლილებებზე - ეს არის “კარუსელების“ ლეგალიზება
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიაში შეტანილ ცვლილებებს კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ განცხადებით გამოეხმაურა. "საინტერესოა რას აკეთებს რეჟიმი საარჩევნო კუთხით - ცესკოში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ აღიარებაა იმის, თუ რა ფორმით მიდიოდა (ერთ-ერთი ფორმა ყოველ შემთხვევაში გაყალბების), რომელიც იყო ის, რომ არ სთხოვდნენ ადამიანებს პირადობის დამტკიცებას / დადასტურებას და დღეს, უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ამ "კარუსელის" ლეგალიზება. ეს მაჩვენებელია იმის, რომ ძალიან ნერვიულობენ ერთის მხრივ და ემზადებიან არჩევნებისთვის - ვისაც აქვს ეჭვი, რომ იძულებული გახდებიან რაღაც მომენტში, რომ დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, სჯობს უყუროს იმას, თუ რას აკეთებენ, რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ამისთვის ყველა კუთხით, ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა, მაგრამ ესეც არ გამოუვათ. ეს ნიშანია ჩვენთვის, წინააღმდეგობის პლატფორმისთვის, რომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ და მზადყოფნა ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამის მზადება - ეს არის სწორი გზა და ჩვენ ყველანი ერთად ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ". - თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ახალი ცვლილებით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, ასევე მისი გამორთმევა ეკრძალება. გარდა ამისა, იზღუდება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღება.
|
რედაქტორის რჩევით
![]() აფრასიძეების მძიმე დანაშაულები, ანუ როგორც აქცევს წულუკიანის კომისია მკვლელებს გმირებად
![]() გებელსდუეტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომელშიც 84 მილიონს ვიხდით
ომი უკრაინაშიზელენსკი - უკვე 34 დღეა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს
![]() მედია - კურსკში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() აფრასიძეების მძიმე დანაშაულები, ანუ როგორც აქცევს წულუკიანის კომისია მკვლელებს გმირებად
მთავარი თემა
|