16:55 - 07 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 14:24:35, 252 ნახვა

ბოლოს როდის გაიღო „თეთრი სახლის“ კარი საქართველოსთვის

,,ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის ფონზე, რის გამოც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა შეჩერდა, ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის კავკასიის რეგიონში სომხეთთან პარტნიორობა პრიორიტეტი გახადა. ამას ადასტურებს, 14 იანვარს ერევანსა და ვაშინგტონს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი და 7 თებერვალს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, ვიზიტი თეთრ სახლში, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა.

იმ ფონზე, როდესაც პრემიერი ირაკლი კობახიძე ვიზიტებს აზიაში მართავს, ფაშინიანის და ჯეი დი ვენსის ფოტომ საზოგადოებას გაახსენა საქართველოს ლიდერების ვიზიტები შტატებში და შეხვედრები ,,თეთრი სახლის’’ ბინადრებთან.

1994 წელს, შტატების მაშინდელმა ლიდერმა, ბილ კლინტონმა პირველად მიიღო ,,თეთრ სახლში'' საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დაწყებას.

2023 წლის ,,ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ბუშის ადმინისტრაციისთვის საქართველო პრიორიტეტი გახადა. 2004 წლის 25 თებერვალს, ჯორჯ ბუშმა ,,თეთრ სახლში" უმასპინძლა საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის.

„მე ბევრად უფრო ვნერვიულობდი პუტინთან [რუსეთის პრეზიდენტთან] შეხვედრამდე. აშშ-სთან ურთიერთობებში ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ მეგობრები ვართ და ამ ურთიერთობებს შევინარჩუნებთ“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს 2004 წლის 24 თებერვალს.

 

 

ამის შემდეგ იყო, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი დაუვიწყარი და საინტერესო წელი, როდესაც 2005 წლის 9 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ბორტი 1" დაეშვა და საქართველოს, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და პირველი ლედი ლორა ბუში ეწვივნენ.

დღემდე ყველას ახსოვს ,,შალახოზე" აცეკვებული შტატების პრეზიდენტი...

2004 წლის შემდეგ, ბუშის პრეზიდენტობის დროს სააკაშვილს ორჯერ ჰქონდა ვიზიტი ,,თეთრ სახლში" აგვისტოს ომამდე 2006 და 2008 წელს.

ბუშის ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, როდესაც ობამამ დაიკავა ,,თეთრი სახლი" ვაშინგტონიდან თბილისში და თბილისიდან ვაშინგტონში ვიზიტები არ შეჩერებულა.

2009 წელს ობამას ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვია. მაშინ ხელი მოეწერა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას. გაიზარდა ეკონომიკური და სამხედრო დახმარებები.

2012 წლის ივნისში, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ბარაკ ობამას ,,თეთრ სახლში" შეხვდა.

2012 წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა მოლოდინი იყო, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა გაიზრდებოდა თუმცა "ოცნების" ხელისუფლების 12 წლისთავზე ამერიკისგან საქართველოს ხელისუფლებას სანქციები ადევს.

,,ქართული ოცნების" პრემიერ მინისტრებს შორის გიორგი კვირიკაშვილი ერთადერთია, რომელსაც 2017 წელს შტატების ვიცე- პრეზიდენტმა ,,თეთრ სახლში" უმასპინძლა.

ამ ვიზიტს მოჰყვა, ნატოს სამხედრო წვრთნების ფარგლებში ტრამპის ვიცე პრეზიდენტის, მაიკლ პენსის ვიზიტი საქართველოში. რითაც შეიძლება ითქვას, რომ შტატებიდან თბილისში და თბილისიდან ვაშინგტონში მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები დასრულდა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, როდესაც ,,ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკა გაიზარდა. დასავლელი პოლიტიკოსებისთვის სულ უფრო ნათელი ხდებოდა „ოცნების“ რუსული პოლიტიკა. რაც დადასტურდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემურობით.

ამის ფონზე, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა მმართველი პარტიის ოფიციალურ პირებს. მათ შორის, ფინანსური სანქციები ადევს რუსული პოლიტიკის გატარებისთვის ‘’ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

,,ქართული ოცნება“ 2025 წლის 20 იანვარს და ხელისუფლებაში ტრამპის დაბრუნებას ელოდა. მოვიდა ტრამპი დღეს 7 თებერვალია, ვნახოთ რა იქნება...

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სირიის სანაპიროზე ცეცხლი გაუჩნდა რუსულ სადაზვერვო გემს
ISW - უკრაინის სამხედრო ძალებმა კურსკის ოლქში რამდენიმე სოფელი დაიკავეს
ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია ორი პირი
ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics