07:17 - 16 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 22:16:51, 1237 ნახვა

გებელსდუეტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომელშიც 84 მილიონს ვიხდით

საზიგადოებრივი მაუწყებელი არასოდეს ყოფილა სივრცე სადაც მედიის სტანდარტები მინუმალურად დაკმაყოფილდებოდა, თუმცა იყო გადაცემები რომლებიც ხალხის ნდობას იმსახურებდნენ. მეტიც , ამ გადაცემებს თვალყურს ადევნებდნენ. ასეთი გადაცემა იყო "რეალური სივრცე" ნინო ზაუტაშვილთან ერთად
ბიბო ზაუტაშვილი კი იმ სტანდარტების ჟურნალისტია რომელიც სახელისუფლებო პროპაგანდასთან ვერ იარსებებს, მის არსებობას მართლაც თავისუფალი სივრცე უნდა, თუმცა იგი ახერხებდა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხების წამოწევას.
დღეს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ და პირველი არხის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა ნინო ზაუტაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.
რეჟიმის ეს ორი მსახური განსაკუთრებით საინტერესო პერსონაა, მაგალითად ვასილ მაღლაფერიძე წარმატებით ემსახურებოდა შევარდნაძის ხელისუფლებას, მერე სააკაშვილის ხელისუფლებას, ახლა კი "ოცნების" ყურმოჭრილ სამსახურშია. ბერძენიშვილი კი ცდილობს პირველ არხზე სექმნას მოსკოვის პირველი არხის მაგვარი პროპაგანდა, თუმცა იმდენად არაპროფესიონალია ამ მცდელობაშიც საკმაოდ მოიკოჭლებს, თუმცა ამ უკანასკნელს არ ავიწყდება, რომ ხელფასი უნდა გაიზარდოს. 2025 წლის პირველი იანვრიდან გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 16 250 ლარის ოდენობით. საუბარია, დარიცხულ ხელფასზე, გადასახადების გარეშე.
ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ზუსტად ორი წუთის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხალოვმა და თამარ შუბლაძემ თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათო. რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს სამართლებრივი მხარე. დისციპლინარული მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამათავისუფლეს, ოღონდ დისციპლინარული მოკვლევის შედეგები ჩემთვის არავის არ გაუცნია. ისეთმა ადამიანებმა დატოვეს სამსახურები ბოლო პერიოდში, რომ არც მიკვირს, არც მწყინს“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

რეჟიმის პროპაგანდაში მყოფ მაუწყებლის ხელმძღვანელებს არც "მოამბის" წამყვანი ჟურნალისტი ვასილ ივანოვ ჩიქოვანი დავიწყებიათ. პარტიისგან მიღებული დავალება მაღლაფერიძე-ბერძენიშვილის დუეტმა პირნათლად შეასრულა, ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ყველაფერს არაფორმალურად ვასილ მაღლაფერიძე განაგებს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უკანასკნელი სხდომის შემდეგ, რომელზეც მე და ნინო ზაუტაშვილი უკვე აღარ შეგვიშვეს, ვასილ მაღლაფერიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ მის ხუთსაათიან აბსურდზე ჩვენ პასუხი არ გაგვეცა. მე უკვე ველოდებოდი, რომ კონკრეტულად დღე- დღეზე ამ გადაწყვეტილების შესახებ მაცნობებდნენ.

მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, ეს გენერალურმა დირექტორმაც თავად მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი არ იქნებოდა. სამეურვეო საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ ამას, რასაკვირველია, ველოდი, თუმცა ვიცი, რომ ეს არ არის არც მენეჯმენტის გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ჩვენ შეიძლება რაღაც მართვის სისტემა გვქონდეს მაუწყებელში, მაინც მაუწყებელში ყველაფერს არაფორმალურად განაგებს ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც მე კვლავინდებურად ვამხელ პოლიტიკური ინტერესების გატარებაში. ეს არის მისი გადაწყვეტილება, ეს არის იმის გამოძახილი, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად ვერ ასახავს საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს და, სამწუხაროდ, 100 მილიონის დახარჯვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტული ყოფილა კულინარიული შოუ, პრიორიტეტული ყოფილა გასართობი შოუ და არა ფართო საზოგადოებრივი დისკუსია საზოგადოებისთვის აქტუალურ პოლიტიკურ თუ სხვა სოციალურ საკითხებზე.

თინათინ ბერძენიშვილს ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ მე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებმა, ერთის მხრივ, ვამხილეთ ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ინტერესების გატარებაში და მეორეს მხრივ, ხმამაღლა მოვითხოვეთ იმის გაკეთება, რაც კანონით ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს და რასაც, სამწუხაროდ, გასული წლის ზაფხულის ბოლოდან იგი არ აკეთებს. პრაქტიკულად, სტერილური ეთერით გადავიარეთ წინასაარჩევნო და საარჩევნო ეთერი, ასევე სტერილური ეთერით გადავიარეთ ის მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე.

აუცილებლად გავივლი იურისტებთან და, რასაკვირველია, სამართლებრივ გზებს მივმართავთ”, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "პირველი არხის" შენახვაში და იმაში, რომ მაღლაფერიძე-ბერძენიშვილის გებელსდუეტი ხელფასს ხალხისგან იღებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2025 წლის მთლიანი ბიუჯეტი, მისი პროექტის მიხედვით, 123 368 234 ლარია, საიდანაც 82 727 885 ლარი სახელმწიფო ასიგნებაა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიპლომატი კონსტანტინე ქავთარაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ტოვებს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
TI - ნათელად ჩანს, რომ რეპრესიული კანონები სამოქალაქო ორგანიზაციების გასაჩუმებლად არის შემუშავებული
მარკ რუტე - ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი