2025-04-10 14:28:25, 1747 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭომ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
![]() 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაზაფხულის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოში უწყვეტ დემოკრატიულ უკუსვლას და მოუწოდებს ივანიშვილის რეჟიმს, გაითვალისწინოს წინა რეზოლუციებში გაცემული რეკომენდაციები, რომელიც ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება. რეზოლუციის მიხედვით, თანამდებობის დატოვების შესახებ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება დიალოგზე უარის თქმას ნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც "ასამბლეას მიაჩნია, რომ საქმიანობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის ჩართულობა არა არჩევანი, არამედ მოვალეობაა". ამასთანავე, რეზოლუციის პროექტში ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და ახალი, დემოკრატიული არჩევნების დანიშვნისკენ ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ამ მხრივ რეზოლუციაში განსაკუთრებული მწუხარება და შეშფოთებაა გამოხატული ადგილობრივი არჩევნების შესახებ საარჩევნო კოდექსში მიღებულ შესწორებებთან და საპარლამენტო საპროცედურო წესებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ა აღნიშნული ცვლილებები, რეზოლუციის მიხედვით, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის პოზიციების მეტად გამყარებასა და ამასთანავე საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრას გამოიწვევს. რეზოლუციაში წერია, რომ რეჟიმის მიერ მიღებული ეს ზომები არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს და პარალელურად ძირს უთხრის საარჩევნო უფლების თანასწორობის პრინციპს. ამას გარდა, რეზოლუციის პროექტში ასამბლეა შეშფოთებულია ჟურნალისტების, მომიტინგეებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის მხრიდან ლეგალური პროცესის ბოროტად გამოყენებით და მათი უწყვეტი დაკავებებით. ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოხატავს ფონდების წინააღმდეგ გამოძიებების წამოწყებასთან და მათი აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში ასამბლეა ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ცნობა დაკავების დროს დემონსტრანტების მიმართ ცუდად მოპყრობისა და პატიმრობაში მათი წამების შესახებ და შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მსგავსი შემთხვევები დღემდე გამოუძიებელი რჩება. ამასთან, ასამბლეა რეზოლუციაში გმობს ელენე ხოშტარიას მიმართ დროებით დაკავების ცენტრში შეურაცხმყოფელ მოპყრობას, როდესაც მას პოლიციელებმა გაშიშვლება აიძულეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ შესწორებებს, აკრიტიკებს მედიისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვაზე კანონპროექტს და შეშფოთებას გამოთქვამს საჯარო სამსახურებიდან, სამაგიეროს გადახდის მიზნით, თანამშრომლების დათხოვნის ცნობებთან დაკავშირებით. რეზოლუცია რეჟიმს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი, რომელიც "არ შეეფერება ევროპულ ადამიანის უფლებათა კანონს". ამასთანავე, ასამბლეა მტკიცედ ეწინააღმდეგება FARA-სა კანონპროექტს და რეჟიმს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. ასამბლეა გმობს ივანიშვილის რეჟიმის მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლის მიზანიც წინა ხელისუფლების "წარმომადგენლების საქმიანობის გამოძიებაა" და განსაკუთრებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ქართული ოცნების გაცხადებულ განზრახვასთან დაკავშირებით, რაც "კოლექტიური ენმ-ს" აკრძალვას გულისხმობს. რეზოლუციაში ასამბლეა აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების მხრივ პროგრესის არ არსებობა და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელება, სამომავლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ახალი დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების საკითხს. საბოლოოდ, ასამბლეა ივანიშვილის რეჟიმს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს, "რათა ქვეყანაში არსებული კრიზისი დაძლეული იყოს და გაგრძელდეს ევროსაბჭოსთან და მის ასამბლეასთან სრული თანამშრომლობა". ცნობისთვის, 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა. ამავე დოკუმენტში საუბარი იყო ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე.
პირველად ევროპის გრან-პრიზე მშვილდოსნობაში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა
ეროვნულმა ნაკრებმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა
სპორტის სამინისტროსთვის ავტომობილების პირველი კლასის მოდელები შეიძინეს - სულ 440 ათას ლარზე მეტის
18 ჟურნალისტი და ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს - სარჩელის განხილვა ხვალ იწყება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაშიკურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
![]() რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|