|
2025-02-11 15:29:11, 506 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთან მიმართებაში „მაიდნის“ სცენარი მზადდებოდა
მიუღებელია, როდესაც ხდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაში ასე მძაფრად ჩარევა, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს უნდა გაუხსნას გზა და ადგილობრივი არჩევნები გადადოს. მინისტრის განცხადებით, ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ევროპის საბჭოს სურს წარმოაჩინოს, რომ ოპოზიცია მთელი ერის სახელით საუბრობს და მთელი ქართველი ხალხის სახელით მოქმედებს და, მეორე მხრივ, თითქოს ოპოზიცია არ არის მზად, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და დრო სჭირდება მხარდამჭერების მობილიზებისთვის. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებებზე. „შვედი პოლიტიკოსის მოწოდება, ჩარევის გარდა, არის კიდევ ერთხელ გამჟღავნება იმ სურვილების, რაც არსებობს კონკრეტული პოლიტიკოსების თავში საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის საქართველოში არეულობა, დესტაბილიზაცია, სხვადასხვა სცენარის განვითარება, რაც უკავშირდება ქვეყნის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ წასვლას. მათ შორის არის „მაიდნის“ სცენარი, რომელიც არა მხოლოდ განიხილებოდა, არამედ მზადდებოდა კიდეც საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)