13:33 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 14:14:27, 469 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და გაღრმავება მნიშვნელოვანია

რეჟიმის არაღიარების პოლიტიკასთან ერთად სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და გაღრმავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სწორედ ის საერთაშორისო წნეხი, რომელიც ივანიშვილსა და მის გარემოცვას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს - ის ამას დიდხანს ვერ გაუძლებს,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს „მოუწევს ძალაუფლების დათმობა, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს“.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმის არაღიარების პოლიტიკასთან ერთად სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და გაღრმავება, რადგან ეს არის სწორედ ის საერთაშორისო წნეხი, რომელიც ივანიშვილსა და მის გარემოცვას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ის ამას დიდხანს ვერ გაუძლებს. ის ჩვენს პროტესტთან ერთად გამოიღებს შედეგს და მოუწევს ძალაუფლების დათმობა, რათა ქვეყანაში ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, ამ ქაოსიდან ქვეყანა გამოვიდეს და დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის კოლეგებთან შესაძლო შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, „ივანიშვილის ქურდული მენტალობით საქმის გარჩევა მოშიმშილე გმირ ქალთან“ არაა ის, რასაც საზოგადოება მოელის.

„ივანიშვილის ქურდული მენტალობით საქმის გარჩევა მოშიმშილე გმირ ქალთან, რომლის წინააღმდეგაც რეჟიმის ყველა წევრს და არა მხოლოდ იმ სამარცხვინო პოლიციელადწოდებულს ჩადენილი აქვს დანაშაული, არ არის ის, რასაც საზოგადოება მოელის. ის მოელის იმას, რომ თითოეული დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ისეთ ტრიბუნალებში, როგორიც არის ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი და სტრასბურგის ევროპული ადამიანის უფლებათა სასამართლო“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics