14:14 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 11:19:28, 495 ნახვა

პოლიტიკა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ში კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ში კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა.

შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ჯო უილსონთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ამ წუთებში დამთავრდა შეხვედრა საქართველოს ეროვნულ გმირთან, კონგრესმენ ჯო ვილსონთან. ივანიშვილს თუ ჭკუა შერჩა, უნდა უკვე გარბოდეს, თუ გაასწრებს, რა თქმა უნდა“.

მოგვიანებით, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჯო უილსონს უთხრა, რომ საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის პირველი განკარგულება იქნება ამერიკელი კონგრესმენისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება.

„ქართველი ხალხი, რომელიც ბარიკადებზე დგას თქვენთან უდიდეს მოკითხვებს გვაბარებს. უდიდეს მადლობას, იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობისთვის. ქართველ ხალხს უცხოეთში ისეთი დიდი მეგობარი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე არ ჰყოლია. ამიტომ, დიქტატურის მოცილების შემდეგ, ლეგიტიმური მთავრობის პირველი განკარგულება იქნება, თქვენთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება. ეს ქართველი ხალხის ნებაა“, – მიმართა შალვა ნათელაშვილმა ჯო უილსონს









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics