|
2024-11-28 12:32:29, 634 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის დაზვერვის სამსახურის უფროსი - რუსეთი დასავლეთთან ომისთვის ემზადება
რუსეთი აგრძელებს მზადებას დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის, მაგრამ მანამდე შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატოს) წევრებს შორის განხეთქილების შექმნას შეეცადოს, ამბობს ბრუნო კალი გერმანიის, ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) პრეზიდენტი. რუსეთის სრულმასშტაბიან შეტევას წინ უძღვის ადგილობრივი ოპერაციები, რომლებიც შექმნილია ნატოს წესდების სიძლიერის შესამოწმებლად, თქვა კალმა ოთხშაბათს, 27 ნოემბერს, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას. საქმე იმაშია, რომ მოსკოვი შეეცდება ძირი გამოუთხაროს ნატოს წევრებისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებულია თავდაცვითი ალიანსის წესდების მე-5 მუხლში. რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შექმნან "საგანგებო სიტუაცია" ნატოს ერთ-ერთი ქვეყნისთვის, რომელშიც ალიანსის სხვა წევრები "შესაბამისად რეაგირებას არ მოახდენენ", განმარტა კალმა. მაგალითად, BND-ის ხელმძღვანელმა მოიყვანა შესაძლო "მოკლევადიანი თავდასხმა" ნორვეგიის არქიპელაგზე შპიცბერგენზე "ტერიტორიული გაწმენდის" მიზნით. რუსეთს აქვს სპეციალური უფლებები სვალბარდში, მაგრამ ამავდროულად, ოსლოს პოლიტიკა არქიპელაგის უცხოელების მიმართ ბოლო წლებში გამკაცრდა. რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი ინტერვენციის კიდევ ერთი შესაძლებლობა, ბრუნო კალის თქმით, არის კონფლიქტი ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ადგილობრივი რუსულენოვანი უმცირესობების დაცვის საბაბით. თუ ნატოს წესდების მე-5 მუხლი არ იქნება გამოყენებული მსგავს კონფლიქტებში, ნატო, როგორც თავდაცვითი ალიანსი, დამარცხდება - ეს არის რუსეთის ფედერაციის მიზანი, მიიჩნევს BND-ის ხელმძღვანელი. „თუ დახმარების დაპირება არაეფექტური აღმოჩნდება, რუსეთს შეუძლია გააფართოოს თავისი გავლენა ევროპაში ძალაუფლების აგრესიული პოლიტიკით“, - გააფრთხილა მან.
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე მონაწილე დაესწრო - მხარდამჭერი BOG-ია
მიიღეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით
უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო
NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)