08:16 - 31 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 16:16:32, 300 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა

არჩევნები მოიპარეს და პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს, შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "არჩევნების მოპარვის სქემის გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში დამყარებული დიქტატურის წინააღმდეგ ვერც უცხოეთი და ვერც დაწერილი დოკუმენტები გააწყობს ვერაფერს, თუ არ იქნება მასობრივი, განგრძობითი პროტესტი".

"მე ვსვამ კითხვას, რომელიც ალბათ, ბევრს უჩნდება. რუსული კანონის მიღების შემდეგ პროტესტი შეჩერდა, ვინაიდან არჩევნებს ველოდებოდით. ახლა არჩევნები მოიპარეს და პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა.

შეხვედრები საჭიროა და არჩევნების მოპარვის სქემის გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში დამყარდა დიქტატურა და ამის წინააღმდეგ ვერც უცხოეთი გააწყობს ვერაფერს და ვერც ჩვენ მიერ დაწერილი დეტალური დოკუმენტები, თუ ყველაფერს თან არ ახლდა მასობრივი და განგრძობითი პროტესტი.

დრო იკარგება ქვეყნის შიგნით და ასევე თანდათან ჩაქრება ინტერესი ქვეყნის გარეთ. ინიციატივა გადავა რეჟიმის ხელში, თუ ჩვენ არ ავიღეთ ის ჩვენს ხელში.

აქამდე ვიძახდით, რომ ჩვენ არ ვართ ბელარუსები და ვენესუელელები და უფრო მეტად ვიაქტიურებდით. სინამდვილეში, უნდა ვაღიაროთ, რომ იმავე ბელარუსებმა, დღეის მდგომარეობით, ჩვენზე ბევრად აქტიურად იბრძოლეს. ვამბობ ამას შეშფოთებით და გულისტკივილით და იმედია, სწრაფად განახლდება ფართო სახალხო საპროტესტო მოძრაობა.

ჩემი მხრივ, მხოლოდ მიხარია, რომ პარტიები და სამოქალაქო მოძრაობა ერთობლივად მოქმედებენ და ყველანაირად მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა ჩემს მომხრეს, უკან მოიტოვონ ყველა ჩვენი წინასაარჩევნო განსხვავებები, ვინაიდან ახლა ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი!" - წერს სააკაშვილი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰომოფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი დონის ოფიციალური პირების მხრიდან - ევროკავშირის ანგარიში ლგბტ უფლებებზე
ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები ბავშვების მიმართ ძალადობის მოსაგვარებლად
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
მილერი არჩევნებზე - კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics