2024-10-30 16:03:23, 298 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - არჩევნები არალეგიტიმური და არაკონსტიტუციურია, ვინაიდან მთავარი, ფარულობის პრინციპი დაირღვა
არჩევნები არალეგიტიმური და არაკონსტიტუციურია, ვინაიდან მთავარი, ფარულობის პრინციპი დაირღვა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ახალი არჩევნები საერთაშორისო ადმინისტრირების პირობებში უნდა ჩატარდეს. “სამ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, პირველი - ეს არის, რომ „ოცნების“ მიერ სპეცოპერაციით ჩატარებულ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო აღიარება და ამის დასტური არის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება. აშშ-ის პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას და პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ იყო ჩატარებული. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას და არა არჩევნებს, საერთაშორისო აღიარება არ აქვს, არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ აღიარებს არჩევნებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმისთვის, რომ ეს არაღიარების პოლიტიკა გავაგრძელოთ და საბოლოოდ მოვახდინოთ ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის გამოცლა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სალომე ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ივანიშვილს ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, მათ არჩევნებს არავინ აღიარებს, უტყუარად დადასტურებულია ის მაქინაციები, რაც ჩამოაყალიბეს სისტემური შედეგების გადაწერის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩართეს პროკურატურა და ვის გინახავთ, რომ დანაშაულის ჩამდენი დანაშაულს თავადვე იძიებდეს. ჩვენი მოთხოვნა არის საერთაშორისო გამოძიება ამ მასობრივ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მესამე და მნიშვნელოვანი საკითხი - საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით. ანუ არჩევნები კონსტიტუციიდან გამომდინარე, უნდა იყოს ფარული. უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობა ამ არჩევნებში არ იყო. უფრო მეტიც, მასობრივად იქნა ეს გამოყენებული "ოცნების" მიერ, რომ ეძალადათ ამომრჩეველის ნებაზე. ვფიქრობ, ვინც ვიყავით უბანზე, ეს იყო მარტივად აღმოსაჩენი. უფრო მეტიც, იქ თითეულ ხმის მიმცემს ედგა მაკონტროლებელი თავზე და ხვდებოდნენ, თუ ვის მისცეს ხმა. ეს ნიშნავს, რომ ანტიკონსტიტუციურია და ფუნდამენტური უფლება დაირღვა და ფარულობა არ არის ამ არჩევნებში. ეს არის საფუძველი იმის, რომ ეს არჩევნები გამოცხადდეს გაუქმებულად, არალეგიტიმურად, კონსტიტუციის საწინააღმდეგო არჩევნებად და უპირობოდ ამ კადრებით დასტურდება, რომ ეს ყოველივე არ შეესაბამება კონსტიტუციას და არჩევნები უნდა გამოცხადდეს გაუქმებულად. რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნას, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ადმინისტრირების პირობებში, იმიტომ, რომ ასეთი სიყალბის ჩამდენ ცესკოს, რომელმაც პირდაპირ უზრუნველყო, რომ ცხადი ყოფილიყო, თუ ვინ ვის აძლევს ხმას, მას ნდობა ვერ ექნება, ეს არის ის მთავარი საფუძველი, გარდა სხვა გაყალბების მექანიზმებისა, ეს არის მთავარი საფუძველი, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ ჩატარებულა არჩევნები და პირდაპირი ზეგავლენა მოხდა ამომრჩეველზე, გაყალბდა და სისტემურად გადაიწერა არჩევნების შედეგები, ცალსახაა, რომ ამ არჩევნებს არ ექნება არც საერთაშორისო და არც შიდა აღიარება“,- განაცხადა ვაშაძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ჰომოფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი დონის ოფიციალური პირების მხრიდან - ევროკავშირის ანგარიში ლგბტ უფლებებზე
ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები ბავშვების მიმართ ძალადობის მოსაგვარებლად
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
მილერი არჩევნებზე - კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
უკრაინული მედია - რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონის 2 დასახლებული პუნქტი დაიკავა
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ჯო ბაიდენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველა საარჩევნო დარღვევა გამჭვირვალედ გამოიძიოს
დღის თემა
|