2024-10-30 15:40:52, 227 ნახვა
პოლიტიკა
„საზოგადოება ქართული“ - სამწუხაროა, როცა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობოები და პრეზიდენტი „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით იმართებიან
სამწუხაროა, როცა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობოები და პრეზიდენტი "მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით გარედან იმართებიან,- ამის შესახებ "საზოგადოება ქართულის" განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, წარიმართა ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობოების ორკესტრირებული და გარედან მართული საპროტესტო კამპანია არჩევნების ცნობის წინააღმდეგ. "2024 წლის 24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ჩვენმა საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გარედან ზღვარგადასული ჩარევის საფრთხეზე და მისგან გამომდინარე ყველა ნეგატიურ შედეგზე. მაგალითად მოყვანილი იყო "მაკკეინის ინსტიტუტის" 20 სექტემბრის ანგარიში, რომელშიც იკითხებოდა ხელისუფლების შეცვლის უცხოეთიდან თავსმოხვეული სცენარი. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი ახდა. ზუსტად, "მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, წარიმართა ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობოების ორკესტრირებული და გარედან მართული საპროტესტო კამპანია არჩევნების ცნობის წინააღმდეგ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული ორგანიზაციის დოკუმენტში ეწერა: "პარალელური ხმების დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგები ასევე კრიტიკული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის". ანუ, თუ ეკა გიგაური-ნინო ლომჯარიას მიერ კონტროლირებადი "არასამთავრობოების" დათვლის შედეგი და კეზერაშვილ-გვარამიას ტელევიზიების ეგზიტპოლები არ დაემთხვეოდა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს, არჩევნები წინასწარ არალეგიტიმურად ცხადდებოდა. მართლაც, "ფორმულასა" და "მთავარი არხის" ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ ჯერ "გამარჯვება" იზეიმა, ცესკოს შედეგების გამოქვეყნებისთანავე კი, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა",- აღნიშნულია განცხადებაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ჰომოფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი დონის ოფიციალური პირების მხრიდან - ევროკავშირის ანგარიში ლგბტ უფლებებზე
ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები ბავშვების მიმართ ძალადობის მოსაგვარებლად
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
მილერი არჩევნებზე - კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
უკრაინული მედია - რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონის 2 დასახლებული პუნქტი დაიკავა
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ჯო ბაიდენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველა საარჩევნო დარღვევა გამჭვირვალედ გამოიძიოს
დღის თემა
|