|
2024-10-30 09:09:34, 599 ნახვა
პოლიტიკა
ჯო ბაიდენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველა საარჩევნო დარღვევა გამჭვირვალედ გამოიძიოს
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველა საარჩევნო დარღვევა გამჭვირვალედ გამოიძიოს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კანონის უზენაესობა მკაცრად დაიცვას,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. "აშშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იდგა ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, ღრმად შეშფოთებული ვარ ქვეყანაში ბოლო დროს დემოკრატიის უკუსვლით, მათ შორის, "რუსული კანონების“ მსგავსი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ამცირებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცეს. საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულების გამო დაზიანდა. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც დამოუკიდებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ მიიჩნიეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიცაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. დაიწყოს დაუყოვნებელი, ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სამართლიანობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად",- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)