|
2024-10-28 16:03:59, 474 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - თუ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩაატარა, გახსნას ყველა უბნის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები
თუ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩაატარა, გახსნას ყველა უბნის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები და სიები და დაიწყოს მათი ერთმანეთთან შედარება,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცახადა. კორძაიას თქმით, “პრობლემა ბიულეტენებში კი არა, ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებსა და სიებშია“. “დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია ლოტოტრონის მეშვეობით შეარჩევს იმ უბნებს, რომლებსაც გახსნიან და გადათვლიან ხელახლა. დღევანდელი ჩვენი ბრიფინგიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ არა მხოლოდ ლოტოტრონით შერჩეულ უბნებზე, არამედ გაცილებით მეტზე და სასურველია, ყველაზე გაიხსნას არა მარტო ბიულეტენები, არამედ ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები. ე.წ. ჩეკები, სადაც ამომრჩეველმა მოაწერა ხელი ბიულეტენის გაცემაზე. ეს ქვითრები უნდა იყოს დალუქული და შედარდეს ვერიფიკაციის აპარატში არსებულ სიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოტოტრონით შერჩეული უბნების გახსნა და გადათვლა არავითარ შედეგს არ აჩვენებს და ხელისუფლება კიდევ ერთხელ იტყვის, რომ არავითარი პრობლემა არ ყოფილა. პრობლემა არ არის ბიულეტენებში, პრობლემა არის სხვაგან: ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებსა და სიებში. ამიტომ, თუ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ არჩევნები ჩაატარა კანონიერად და არავითარ გაყალბებას, ტექნოლოგიებით მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია, გახსნას ყველა უბანზე ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები და სიები და დაიწყოს ამ ყველაფრის ერთმანეთთან შედარება“,- განაცხადა კორძაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)