|
2024-09-28 13:08:02, 436 ნახვა
მსოფლიო
IDF-ის ცნობით, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე განხორციელებული იერიშის შედეგად, "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ნასრალასთან ერთად, დაჯგუფების სხვა მეთაურების, მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ფრონტის მეთაურის, ალი კარაკის ლიკვიდაციაც განხორციელდა. "ჰასან ნასრალა ვეღარ შეძლებს მსოფლიოს დატერორებას",- ნათქვამია IDF-ის განცხადებაში, რომელიც X-ზე გავრცელდა. "ჰეზბოლას" აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა The Times Of Israel-ი დაჯგუფებასთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰასან ნასრალასთან კონტაქტი პარასკევს საღამოს შეწყდა". "დარტყმა განხორციელდა მაშინ, როდესაც "ჰეზბოლას" უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თავიანთ შტაბში და იყვნენ ჩართულნი ტერორისტული მოქმედებების კოორდინაციაში ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეების წინააღმდეგ",- აცხადებენ ისრაელელი სამხედროები. ცნობისთვის, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში, დაჰიეს გარეუბანში მდებარე "ჰეზბოლას" ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში გასულ ღამეს მიიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)