13:15 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 15:49:59, 471 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ბანდიტებს, რომლებიც თავს დაესხნენ ენმ-ის ოფისს, საპატრულო ეკიპაჟი აცილებს - გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ

"იდეალის" საპარკინგე სივრციდან გარკვევით ჩანს, ბანდიტებს, რომლებიც თავს დაესხნენ ენმ-ის ცენტრალურ ოფისს, საპატრულო ეკიპაჟი აცილებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს.

ხაბეიშვილის განცხადებით, თავდამსხმელები "თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ".

"ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები ათობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, "იდეალის" საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს "ბანდიტების" ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ. 

მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ. თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ“,- წერს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისზე თავდასხმა 31 მაისს, გვიან ღამით განხორციელდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics