|
2024-06-03 12:59:51, 428 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა - ყველამ უნდა შევძლოთ მისი დაგმობა
ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, ასევე ოჯახებში მივარდნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კითხვაზე, ახალისებს თუ არა ხელისუფლება ძალადობას იმით, რომ დღემდე არ არიან ოპოზიციონერებზე თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები და დაკავებულები, კახა კალაძე პასუხობს, რომ „ასევე მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ფიქსირდება პარლამენტის დეპუტატების მიმართ". „ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, რასაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე; სადარბაზოებში შესვლა და მოხატვა საცხოვრებელი ბინების კედლების. „ტიკტოკებიც“ არის ჩაწერილი. ზოგადად, ცუდია ეს დემოკიდებულება და ყველამ უნდა ვეცადოთ, ვისაც მართლა გვაქვს სურვილი, შევამციროთ ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური, რადგან ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ეს ძალიან ცუდია. ყველამ უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის დაგმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ გამოძიება მიმდინარეობს. როგორც კალაძემ განაცხადა, მიზანმიმართულად აყენებენ შეურაცხყოფას მმართველი გუნდის წევრებსაც. „ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამ ადამიანებს თავიანთი ხელწერა არ შეუცვლიათ. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იმავეს აკეთებდნენ უფრო მძიმე ფორმებით, პირდაპირ კლავდნენ და აუბედურებდნენ. დღეს მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ და რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ ბულინგით, სიტყვიერი შეურაცხყოფით. თუ ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, იცით, რა სიტყვებით ამკობენ მას. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. ყოველთვის ასე იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ამით გამოირჩეოდნენ - სადიზმით, სიბოროტით. თუკი რაიმე უბედურება და სიბოროტე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და გააკეთოს, ყველაფრის მკადრებლები არიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ასეთი დამოკიდებულება და ქმედებები ყოველთვის დამარცხდება. „ცდილობენ საზოგადოების წევრებს შეურაცხყოფა მიაყენონ, დააბულინგონ, დაჩაგრონ. დააკვირდით, განსხვავებული აზრის მქონე, ნებისმიერი სფერო შეიძლება ავიღოთ, სპორტსმენები, ხელოვანები, ბიზნესმენები. საოცრება ხდება. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ეს ადამიანები არიან ფაშისტები, რადიკალები და მერწმუნეთ, რომ ეს დამოკიდებულება და ამ ადამიანების ქმედება ყოველთვის იქნება დამარცხებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)