|
2024-04-20 14:21:33, 496 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს უკრაინის საბრძოლო მასალისთვის. გასულ წელს ქვეყნის ხელისუფლებამ უარი თქვა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. Reuters-ის ცნობით, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ამ კვირაში პლადფორმა crowdfunding-ის მეშვეობით შეაგროვეს თითქმის ორი მილიონი ევრო უკრაინას საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობამ უარი თქვა მონაწილეობაზე ჩეხეთის ხელისუფლების საერთაშორისო ინიციატივაში, უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვაზე ევროკავშირის გარეთ, რომელსაც შეუერთდა მინიმუმ 15 ქვეყანა. სლოვაკეთის წინა მთავრობამ კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდა. სლოვაკეთმა გასულ წელს შეწყვიტა სახელმწიფო სამხედრო დახმარება უკრაინას, იმის მტკიცებით, რომ კონფლიქტს არ ჰქონდა სამხედრო გადაწყვეტა და ფიცომ გაიმეორა მოსკოვის მოწოდებები სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ. ფონდების შემგროვებლები ამბობენ, რომ კამპანია მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა არ ეთანხმება ხელისუფლების ცვლილებას საგარეო პოლიტიკაში სექტემბრის არჩევნების შემდეგ. სლოვაკეთში აპრილის დასაწყისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტის სპიკერმა და პარტიის ხმა - სოციალდემოკრატიის ლიდერმა პიტერ პელეგრინიმ გაიმარჯვა. ის ფიცოს მოკავშირე და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგეა.
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)