05:55 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 14:51:51, 482 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე გომელაურს - ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი

თქვენ ერთი რამე გჭირთ - თქვენ ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი,- ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გომელაური საქართველოში "რუსული კანონის ნომერ პირველი მცველია".

"თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმენით სადამსჯელო ჯგუფები და პირდად თქვენი დავალებით, ეს სადამსჯელო ჯგუფები უსწორდებიან პარლამენტის წევრებს... თქვენ სრულად პასუხს აგებთ იმ დანაშაულზე, რომელსაც პოლიციის მუნდირის ქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუუფები ახორციელებენ მოქალაქეების წინააღმდეგ... თქვენ იცავთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და თქვენ უნდა აგოთ პასუხი ამაზე. თქვენ მოგიწევთ პასუხისგება ამაზე და ვერ გაექცევით ხალხს",- მიმართა ვაშაძემ გომელაურს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics