20:20 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-25 11:39:01, 12798 ნახვა

სპორტი
რუსი მოციგურავეების წყვილი საქართველოს სახელით იასპარეზებს

რუსი მოციგურავეების წყვილი, ზლატა კამალოვა და დანილ პანოვი, საქართველოს სახელით იასპარეზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს. 

„გაიცანით ჩვენი ნაკრების ახალი წევრები - ზლატა კამალოვა და დანილ პანოვი, ნაკრების ერთერთი დამსახურებული მწვრთნელის, პაველ სლიუსარენკოს გუნდიდან. დანილი და ზლატა სპორტული წყვილების კატეგორიაში იასპარეზებენ, მათი დებიუტი ახალგაზრდათა გრან პრის ეტაპზე სულ მალე შედგება!“ - წერს ფედერაცია ინსტაგრამის გვერდზე.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პაველ სლიუსარენკო აქამდე საქართველოს ნაკრების წევრებს, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წვრთნიდა, რომლებმაც საქართველოს სახელით არაერთ წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი, ვერცხლი, მოუტანეს.

23 აგვისტოს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბერულავასა და მეტელკინას წყვილი ცნობილი რუსი მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძის გუნდში გადავიდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics