|
2024-02-28 14:25:58, 616 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი - მარცვლოვანი კულტურების ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით, 2023 წელს 2 000-ზე მეტი ნიმუში მოვიძიეთ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხორბლის, სიმინდის და ლობიოს ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით მიმდინარე პროექტის 2023 წლის შესრულებული სამუშაოების ანგარიში გააცნეს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, 2023 წელს, პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ქართული ტრადიციული ჯიშების გენეტიკური მასალა მოიძია. "ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისგან მიღებულია ხორბლის 44 ნიმუში, აშშ-ის გენბანკიდან 227 ნიმუში, მათ შორის, სიმინდის 7, ლობოის 8 და ხორბლის 212 ნიმუში; გერმანიის გენბაკიდან მიღებულია 1773 ნიმუში, მათ შორის, ხორბლის 257, ლობიოს 1219 და სიმინდის 301. სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრის შესაბამისმა სამსახურმა ოთხ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ექსპედიციები გამართა, რომლის ფარგლებშიც ხორბლის 11, სიმინდის 90 და ლობიოს 100 ნიმუშია შეგროვებული. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 4 წლიან საგრანტო პროექტს 2023 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და გენეტიკური რესურების შეგროვების მიზნით ექსპედიციების მოწყობაა. პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ტრადიციული ჯიშების გამოყენება და კონსერვაცია, ეროვნულ და საერთაშორსო დონეზე ხელმისაწვდომი გახდება სამიზნე კულტურების კოლექციების მონაცემები, ხელი შეეწყობა ადგილობრივი ჯიშების ფერმერული მეურნებების პირობებში გავრცელებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)