13:52 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 11:27:56, 984 ნახვა

საზოგადოება
TASS - მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ "ქართული ლეგიონის" მეთაურს, მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამუკა მამულაშვილი ფედერალურ და საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

"მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე მამუკა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ორთვიანი პატიმრობა, რომლის ათვლაც დაიწყება მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციისა ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. მამულაშვილი ფედერალურ და საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი", - აცხადებენ სამართალდამცავ ორგანოებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics