13:53 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 13:17:56, 955 ნახვა

საზოგადოება
ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ

ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ წესი მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.

"კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის პირები: 

რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS); რომლებსაც უარი არ აქვთ ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე. 

ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში.

კომპენსაცია არ გაიცემა თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.

კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო. 

გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია იღებს, ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან  ერთი თვის ვადაში",- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics