13:28 - 24 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 17:47:13, 648 ნახვა

მსოფლიო
Reuters - „მოსადმა“ კატარში ზავის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გამართა

ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადის განცხადებით“, კატარში ზავის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარში დელეგაციამ ისრაელში დაბრუნების განკარგულება მიიღო.

"მოლაპარაკებების ჩიხში შესვლიდან გამომდინარე და პრემიერმ-ინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მითითებების შემდეგ, „მოსადის“ ხელმძღვანელმა, დევიდ ბარნეამ დოჰაში მყოფ გუნდისთვის სახლში დაბრუნების განკარგულება გასცა...

„ჰამასის„ ტერორისტულმა დაჯგუფებამ არ შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც მოიცავდა ყველა იმ ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც ჰამასისთვის მიწოდებულ სიაში იყვნენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.

22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება 24 ნოემბრამდე არ ამოქმედდებოდა.

მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა.

30 ნოემბერს, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჰუმანიტარული ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდებოდა.

ამასთან, გუშინ, 1-ელ დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი - წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან
ღაზის სექტორში ისრაელი სამხედრო ოპერაციას აგრძელებს
გიგა ბოკერია - მე ვთქვი, რომ კომისიაზე დაიბარეს ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინა რეჟიმთან
უწყვეტი პროტესტის 178-ე დღე - რა აქციები იგეგმება?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი