23:32 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 11:06:17, 653 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი მიქანაძესა და კომიტეტის სხვა წევრებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პარლამენტარებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩაატარეს.

"შეხვედრის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.

ასევე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა, აკადემიის ხელმძღვანელისგან, ზურაბ ზუბადალაშვილისგან, სასწავლო დაწესებულების მიერ გაწეული საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც მოეწყობა, რაც მიმდინარე რეფორმების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics