|
2023-11-28 10:49:39, 651 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრების დონეზე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. "აღინიშნა, რომ ეფექტიანი რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას და ეფექტიანობას გაუსვა ხაზი, მათ შორის აღნიშნა სტრატეგიული დონის და ექსპერტთა დონის შეხვედრები, ასევე ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობას. მან იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა ღონისძიებების წარმატებით განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრმა 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გაცემულ ისტორიულ რეკომენდაციაზე ისაუბრა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სისტემის რეფორმირების და განვითარების ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა. ასევე, მან კოლეგებს თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან - გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)