|
2023-11-27 16:25:21, 861 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო - CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტი მოამზადა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი Ancient Vines (უძველესი ვაზი) მოამზადა. სიუჟეტი CBS-ის ეთერში, გადაცემა „60 წუთში“ 26 ნოემბერს გავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 22 წუთიან სიუჟეტში საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიან ისტორიასა და მის აწმყოზეა საუბარი. „გადაღებები ალავერდის ეპარქიაში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან და მეღვინეობაში „ხოხბის ცრემლები“ მიმდინარეობდა, სიუჟეტში ქართულ სამზარეულოზე შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის, სახელმწიფო აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მასშტაბების გაზრდის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის, ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში, იტრიალებს ტელეკომპანიის ეთერში. ლინკი: https://www.cbsnews.com/news/georgia-ancient-wine-techniques-restoring-grape-varieties-60-minutes-transcript/?ftag=CNM-00-10aab5j&linkId=251076215&fbclid=IwAR1S74c-WMLrMOiKCuHOXKMAhZprhPO-4C7hHCnb4lN_44OwhD8USP71KpY“, - აღნიშნულია ინფორმაციაში
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)