14:44 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 09:40:56, 930 ნახვა

საზოგადოება
The Killers-მა „ბლექ სი არენას“ სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა - მსმენელის ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

"ბლექ სი არენაზე" მიმდინარე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც მსმენელის პროტესტი მოჰყვა.

ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ, სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, იყო თუ არა მათ შორის ვინმე, ვინც დრამზე დაკვრა იცოდა. ამის შემდეგ კი, სცენაზე შერჩეული დრამერი აიყვანა, რომელიც ეროვნებით რუსი აღმოჩნდა.

დრამერის ეროვნების გაგების შემდეგ, ჯგუფის სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის, რომ სცენაზე რუს დრამერს დაეკრა. მსმენელის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია მაინც შეასრულა.

სიმღერის დასრულების შემდეგ, The Killers-მა აუდიტორიას მიმართა და თქვა, რომ მუსიკაში საზღვრები არ არსებობს და რომ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნულის შემდეგ, მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics