|
2023-08-01 22:26:57, 1445 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ე.წ. ოპოზიციის მიზანია, რომ როგორმე ჩავარდეს სეზონი
ის, რაც გუშინ ხდებოდა ჩვენს ქალაქში, საბედნიეროდ, ეს იყო კიდევ ერთი მორიგი აქცია კოლექტიური "ნაცმოძრაობის". დაახლოებით, 150-160 კაცი აპროტესტებდა ტურისტების შემოსვლას ბათუმში და სრული დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ აქედან 90% წარმოადგენდა "ნაცმოძრაობას" და მათ დანაყოფ პარტიებს,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, "როგორმე ჩავარდეს ტურისტული სეზონი". "ხალხი, რომლებიც დროთა განმავლობაში პარტია "დროა", "ნაცმოძრაობის", მათ შორის რუსეთის წიაღში გამოზრდილი კონკრეტული სუბიექტები აპროტესტებდნენ რუსი ტურისტები შემოსვლას ჩვენს ქალაქში. ასევე, მინდა შეკითხვა დავსვა: რა განსხვავებაა იმ ტურისტებს შორის, რომლებიც ჩვეულებრივ შემოდიან საკრუიზო ლაინერით და იმ ტურისტებს შორის, რომლებიც შესაძლოა, შემოდიოდნენ ლარსიდან, სხვადასხვა საზღვრიდან, ან თვითმფრინავით ჩამოდიან ჩვენს ქალაქში ან საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი მიზანმიმართული კამპანიაა, რომ ის მიმდინარე, წარმატებული ტურისტული სეზონი, რაც ასე უკლავს გულს ჩვენს მტრებს, როგორმე დააზიანონ. ის კამპანია, რაც ვნახეთ თვეების განმავლობაში, რომელსაც ასე პედალირებდნენ არაკეთილმოსურნეები, რაც შეეხებოდა ზღვის წყლის ხარისხს. მინდა ვთქვა, რომ 10 დღეში ერთხელ პირადად ვაკონტროლებთ ზღვის წყლის ხარისხს, რომ დამატებით სპეკულაციების საშუალება არ მივცეთ ამ მტრულად განწყობილ ძალებს. მინდა ყველას შევახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რომელმაც უდიდესი ზიანი მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ გმირ ოჯახებს, სწორედ ამის შემდეგ, ლაჩარი სააკაშვილი აგრძელებდა რუსების მოპატიჟებას, ომის წლისთავზე. სწორედ ის აპირებდა ქართული დღეების გამართვას და კამპანიების წარმოებას ამ მიმართულებით. სწორედ ამ ადამიანის მმართველობის დროს მოხდა, რომ უვიზო რეჟიმი შეიცვალა ცალმხრივად და ასევე, ძალიან კარგად გვახსოვს ის კადრები, როცა ლარსზე პირადად ხვდებოდა და პირადად ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში. ე.წ. ოპოზიციის, ხალხის მტრების, არის ის, რომ როგორმე ჩავარდეს სეზონი. ეს პირველ რიგში დაარტყამს ჩვენს მოსახლეობას, მათ ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ ხალხი კიდევ უფრო მეტად გააღარიბონ, შეუმცირონ შემოსავლები, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ და მერე უკვე გამოიყენონ ხალხის სოციალური უკმაყოფილება. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის",- აღნიშნა რიჟვაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)