|
2023-06-27 11:35:22, 812 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მშვიდობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
დედაქალაქში არსებულ მშვიდობის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის საჭიროება ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ განაპირობა. „დავიწყეთ მშვიდობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის საჭიროება განაპირობა ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ, რაც საჭიროებს აღდგენას. რეაბილიტირდება სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები. დასაჭიმია საკიდები დაკიდებულ ხიდზე, რაც იწვევს არათანაბარ დატვირთვას. ხიდის საკიდების ერთგვაროვნად დაჭიმვის მიზნით, მოეწყობა შესაბამისი კონსტრუქციები და ჩაუტარდება რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხიდი ჩაიკეტება. „სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩაიკეტება ხიდი. გადაადგილების შეზღუდვის ვადის შესახებ მოსახლეობას დამატებით ეცნობება. აღნიშნული ხიდით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ამიტომ, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გათვალისწინება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. „ხიდის სიგრძე 200 მეტრამდეა. სამუშაოების ფარგლებში, განათებები მთლიანად შეიცვლება, რადგან დაზიანებულია. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 400 000 ლარს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას კი მიმდინარე წლის აგვისტოში ვფიქრობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)