|
2023-06-27 10:52:05, 1195 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ სასურველი ნივთის ნაწილ-ნაწილ შესაძენად მომხმარელებს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლისათვის მის საჭიროებზე და ინტერესებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას მუდმივ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, სასურველი ნივთის ან სერვისის ნაწილ-ნაწილ შესაძენად, ბანკი საკუთარ მომხმარებელს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველი ნივთის/მომსახურების შეძენა არამხოლოდ ონლაინ, არამედ უკვე ფიზიკურად, სავაჭრო ობიექტებსა და მაღაზიებში შეგიძლიათ. თანხას კი ეტაპობრივად გადაანაწილებთ. თუ წინასწარ გსურთ გაიგოთ, რა ლიმიტია თქვენთვის ხელმისაწვდომი, ამის შემოწმებას მობილბანკში ან „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეძლებთ: ნივთის შეძენისას სალაროსთან მხოლოდ იმის თქმა მოგიწევთ, რომ ნაწილ-ნაწილ იხდით. ამის შემდეგ კი, „საქართველოს ბანკის“ ბარათს, ფიზიკურად ან Apple Pay/Google Pay-ის მეშვეობით შეახებთ ტერმინალს, დაეთანხმებით მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოსულ პირობებს და სულ ესაა. შეძენილი ნივთის საფასურს მოგვიანებით გადაიხდით. ნაწილ-ნაწილ გადახდის ლიმიტი მინიმუმ 45 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 5 000 ლარია. ნაწილ-ნაწილ გადახდის ინოვაციური მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, მარტივად და მოქნილად შეიძინოთ ნივთი ან სერვისი. რა არის ნაწილ-ნაწილის უპირატესობა:
"ნაწილ-ნაწილ" ყოველმხრივ მოქნილი და ჩვენს რეალობას მორგებული სერვისია. ეს არა მხოლოდ გადახდის ახალი მეთოდია, არამედ ტექნოლოგიურად იდეალურად მოწყობილ პროცესს წარმოადგენს, რომელიც სწრაფად და მარტივად გაძლევს შესაძლებლობას, განახორციელო შენთვის სასურველი ნივთის ან მომსახურების შეძენა, ყოველგვარი დამატებითი დანახარჯის გარეშე. ნაწილ-ნაწილ გადახდისას მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მობილბანკში ნახოს ჯამში რა თანხის გადანაწილება შეუძლია, როგორც ერთი, ასევე, რამდენიმე ნივთის შესაძენად თუ მომსახურების მისაღებად. ღირებულება კი არც ერთი თეთრით არ ძვირდება. თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად უანგარიშდება ჯამური თანხა და მისი ნახვა „საქართველოს ბანკის“ ციფრულ არხებშია შესაძლებელი. რაც შეეხება ბიზნესებს, რომლებიც სერვისს მომხმარებლებს სთავაზობენ, (ბანკის პარტნიორი ორგანიზაციები, დაწესებულებები, მაღაზიები) ისინი შეძლებენ მარტივად ნახონ მზა ანალიტიკა, თუ რა პროდუქცია, რა რაოდენობით გაიყიდა, რაც მათ დაეხმარება მნიშვნელოვნად გაზარდონ გაყიდვები და სწორი მიმართულებით განვითარდნენ", - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერმა, თამარ ბეღელურმა. დამატებით ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: „საქართველოს ბანკის“ პარტნიორი მერჩანტების სიის ნახვას, სადაც შეძლებთ ნაწილ-ნაწილ გადახდით ისარგებლოთ, ამ ბმულზე შეძლებთ. უფრო მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)