|
2023-06-26 18:14:45, 990 ნახვა
საზოგადოება
ბაჩალიაშვილის დედის თქმით, სერგო შუბითიძემ ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარა
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მხრიდან ბრალის აღიარების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ბაჩალიაშვილის დედა აღნიშნავს, სერგო შუბითიძემ ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარა. მისივე თქმით, ის პროკურატურასთან პერმანენტულ აქციებს გეგმავს, იმ მოტივით, რომ საქმის გამოძიება თავიდან დაიწყოს. "დააშინეს და ათქმევინეს. რომ დაიჭირეს, მერე აღიარა. რა უნდა ვიფიქრო სხვა, თუ არა, რომ ზეწოლის შედეგად [აღიარა]? თავიანთი სტრუქტურის ადამიანი იყო და იმდენი არ იცოდა, რომ ტელეფონი შეეშალა? თამარ ბაჩალიაშვილზე რომ იყო საუბარი, არ იცოდა? პერმანენტულ აქციებს გავმართავ და ყოველდღე მოვალ. ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ სერგო შუბითიძის ჩვენების საფუძველზე თავიდან დაიწყონ გამოძიება და თავიდან აღიძრას საქმე", - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა. შეგახსენებთ, სერგო შუბითიძის ადვოკატის თქმით, სერგო შუბითიძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა. ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 25 ივნისს გავრცელდა. პროკურატურის ცნობით, შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. მანამდე, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილი გამომძიებელი აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოება იყო. შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა და ამბობდა, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული ყოფილიყო. თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული დასკვნით საქმე დაიხურა.
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)