|
2023-06-03 01:49:32, 888 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიციად“
ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიციად“ - როგორც პუტინის მოსკოვში ხდება, რომ თუ აპროტესტებ პუტინის რეჟიმს, ეცემიან და მიათრევენ ადამიანებს, ზუსტად ასე მოიქცნენ დღეს თბილისის ცენტრში - დააკავეს შოთა თუთბერიძე, რომელიც უბრალოდ იჯდა და ხელში ეჭირა ბანერი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა გაერთინებისკენ, ვინაიდან, როგორც ის აღნიშნავს არსებული პრობლემა ეხება ყველას და არ დასრულდება იქამდე სანამ საზოგადოება არ გაერთიანდება, "კრიმინალური რეჟიმის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ". „წარმოუდგენელი რამე ხდება ქვეყანაში, ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს ჩვენი სანაქებო, პატივსაცემი პოლიცია გადააქციეს „მილიცად“ - როგორც პუტინის მოსკოვში ხდება, რომ თუ აპროტესტებ პუტინს ან ხელისუფლებას, რომ ეცემიან და მიათრევენ ადამიანებს, ზუსტად ისე აკეთებენ აქაც, დედაქალაქის ცენტრში საქართველოში. თუ რამეს გააპროტესტებთ - ირაკლი ღარიბაშვილის გარუსებას, მოღალატეობრივ რეჟიმს, აუცილებლად დაგაკავებენ და გაუკეთეს იგივე შოთა თუთბერიძეს. შოთასთან ერთად სხვა ადამიანებიც დააკავეს, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და ამ ადამიანებს თავისუფლება არის მნიშვნელობა, მართლა რა სიგიჟეა, მთელმა საქართველომ ნახა პირდაპირ ეთერში, როგორ დააკავეს შოთა თუთბერიძე ადვოკატი, რომელიც იქეთ იცავს ადამიანებს. იჯდა უბრალოდ, ბანერი ედო ფეხებთან, ეცნენ პოლიციელები და ეს პოლიციელები სხვათა შორის რიგითი პოლიციელები კი არ იყვნენ, საპატრულოს უფროსია ბატონი ჯოხაძე, რომელმაც ეს დავალება მიიღო და შეასრულა. დავალებას ვისგან იღებს? რუსი გომელაურისგან, რომელიც რუსეთის უშიშროების გენერლებს დაატარებს და კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რომ არ უნდათ რუსეთში ცხოვრება, უნდათ ევროპული ღირებულება, დემოკრატია , იმათ აკავებენ. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ეხება ყველას, ყველას სახლთან მოვა ეს უსამართლობა და მოსულია უკვე, ზოგან გაჭირვების გამო და ემიგრაციაში გაქცევით, ზოგან რომ სამართალს ვერ პოულობენ, უკიდურესად სოციალური მძიმე მდგომარეობაა საზოგადოებაში და ეს უსამართლობა არ დამთავრდება მანამ, სანამ სრულიად საზოგადოება არ გაერთიანდება კრიმინალური რეჟიმის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობდა. ბექა გრიგორიადისი პირველ ივნისს პარლამენტთან კარვის გაშლის დროს დააკავეს, მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, დღეს კი, საქალაქო სასამართლომ ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად სცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. აქციის დროს დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ორი აქტივისტი, ლაშა ჯანჯღავა და ლევან ნიშნიანიძე.
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
საქართველოს ბანკის პარტნიორმა „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)