|
2026-10-13 15:17:28, 249 ნახვა
ეკონომიკა
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, თიბისიში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 10 უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა თიბისისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ კომპანიის მიდგომებს ახალგაზრდების განვითარებისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით და გაიგეს, რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა მათ, ვისაც კარიერის დაწყება თიბისიში სურს. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი პანელური დისკუსია იყო, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს პროგრამის მონაწილე სტაჟიორებისა და მენტორების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მონაწილეებმა ისაუბრეს პროგრამის ყოველდღიურობაზე, სამუშაო პროცესსა და იმ გამოცდილებაზე, რომელსაც თიბისიში პროფესიული განვითარების პირველ ეტაპზე იღებენ. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და პასუხები უშუალოდ იმ ადამიანებისგან მიიღეს, რომლებიც პროგრამის შიდა პროცესებს ყველაზე კარგად იცნობენ. შეხვედრის განმავლობაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ სტაჟირების პროგრამაში წარმოდგენილი ყველა მიმართულების წარმომადგენელს, მიეღოთ ინფორმაცია კონკრეტული სფეროების შესახებ და უშუალოდ გაეგოთ, როგორია მუშაობა თიბისის სხვადასხვა გუნდში. ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ ადამიანური რესურსების მიმართულების წარმომადგენლებს, რომლებმაც შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს. თიბისისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი პოტენციალის აღმოჩენისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობას ნიშნავს. სტაჟირების პროგრამით თიბისი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გამოცადონ საკუთარი ძალები, ისწავლონ პროფესიონალებისგან და პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან კარიერულ გზაზე. თიბისის სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი. გაეცანი მიმართულებებს, აირჩიე შენთვის საინტერესო სფერო და დღესვე დარეგისტრირდი თიბისის სტაჟირების პროგრამაზე. მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, გაბედო და სცადო.
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)