16:20 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-13 15:26:03, 270 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის

ჩვენ გვახსოვს ირაკლი კობახიძის განცხადება ნულოვან თანაგრძნობასთან დაკავშირებით. ეს პარადიგმა მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც საპატრიარქო ჩაერია და გაჩნდა შესაძლებლობა, ადამიანებს დაეტოვებინათ პოლიტიკური ტყვეობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ფარულავას ჰკითხეს, რომ, სავარაუდოდ, დღეს კონკრეტულ პირებთან, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან, საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. კერძოდ, ფარულავას ჰკითხეს, „როგორ შეაფასებს ამ ფაქტს, მით უმეტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათი თანამოაზრეებისა და აქტივისტების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა?“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, არ არსებობს სასამართლო, დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა, ყველაფერი არის ერთი კაცის ხელში და საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი მათმა თანამებრძოლებმა.

„ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის კორუფციული, კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ და მხოლოდ გაგვაძლიერებს ადამიანების თავისუფლება. ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება ის არის, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანებს, მათ ინდივიდუალურ არჩევანს და, მათ შორის, შეფასებას. ჩვენ გვინდა თავისუფალი საზოგადოება, სადაც პოლიტიკური ძალები კი არ უკარნახებენ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ კონკრეტული ინდივიდები უკარნახებენ პოლიტიკურ აქტორებს. ამიტომ ყველას აზრი, ყველას მოსაზრება არის დასაფასებელი. მათ აქვთ ამ მოსაზრების გამოთქმის უფლება, თუმცა მე ვთქვი უკვე, რომ სხვა შესაძლებლობა ახლა და ამ წუთას არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, რომელიც დააღწევს თავს პოლიტიკურ ტყვეობას. ეს არის მხოლოდ სასიკეთო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ამ რეპრესიის და ტერორის გამო იტანჯებიან“, – აღნიშნა ფარულავამ.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics