15:37 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 22:58:37, 920 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - სააკაშვილს უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო

მე ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის შედეგი, რაც სააკაშვილის გარშემოა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დადგა.

"ჰო, მე ვიცი ეს, მაწუხებს ეს და ბევრ რამეს ვაკეთებ ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად. მაგრამ ზიანი, რომელიც დადგა, ის დადგა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და შეწყალება-არშეწყალება ნამდვილად არ არის [ის საკითხი] რომელიც ამ ზიანს შეცვლის.

მე ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო.

არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმას, რასაც მოელიან იმ ქვეყნისაგან, რომელიც ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
საქართველოს ბანკის პარტნიორმა „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics