|
2023-06-01 21:34:17, 894 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია ზელენსკის განცხადებაზე - საქართველო და ბელარუსი ერთი და იგივე ნამდვილად არ არის
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა. ბოკერია აღნიშნავს, რომ ზელენსკის არ ეთანხმება და "საქართველო და ბელარუსი ერთი და იგივე ნამდვილად არ არის". ბოკერიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკის მიუხედავად, საქართველო ჯერჯერობით ბელარუსი არ არის, თუმცა ტრაექტორია ამ რეჟიმს ამ მიმართულებით აქვს. "საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმაშფოთებელი ის კი არ უნდა იყოს, ზუსტი შეფასება და პარალელი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა თუ არა. არამედ ის, რომ რაზეც ზელენსკიმ ილაპარაკა - ნატოში გაწევრიანება უნდა მოხდეს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, იმიტომ რომ ნატოს გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამაზე ჩვენივე მთავრობა ხმას არ იღებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ საქართველო და ბელარუსი "სხვადასხვა გზით უკანონობაში ჩაითრიეს".
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)