12:58 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 17:07:07, 929 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს, მიჰაი ვარგას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.

"ფინანსთა მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარების, მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შესახებ.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. კერძოდ, საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაზრდასა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ.

შეხვედრას დაესწრნენ უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ტიბორ ტოტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics