|
2023-04-25 11:59:32, 809 ნახვა
საზოგადოება
PSP Pharma-ს თბილისსა და ქუთაისში მდებარე საწყობებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის ნაციონალური და საერთაშორისო აუდიტები წარმატებით გაიარა
2022 წლის ივნისში PSP Pharma-მ, ერთ-ერთმა პირველმა, წარმატებით გაიარა ნაციონალური GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი, რითაც დასტურდება რომ სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს. ამასთან 2023 წლის მარტში, ნაციონალური საბითუმო დისტრიბუტორის GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი გაიცა PSP Pharma-ს დასავლეთ საქართველოს საწყობზეც. ასევე წელს, GDP-ს (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის შესაბამისობაზე აუდიტი განახორციელა გერმანულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ Heacon Service GmbH და PSP Pharma-ს ცენტრალურ საწყობს GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი გადასცა. აუდიტი ჩაატარეს საერთაშორისო აუდიტორებმა დოქტორ სტეფან ლაკონიგმა (Dr. Stefan Lakonig-Deputy Head of pharma-audit GMP/GDP-Expert ,GMP/GDP-Lead-Auditor , pharma-audit Expert / Lead-Auditor for: EU GMP Part I+II) და დოქტორმა დიაბ ჰუსეინმა (Dr. Diab Husein (Audit-Manager at Heacon Service GmbH GxP-Auditor at Heacon Service GmbH, pharma-audit Expert / Co-Auditor for: EU GMP Part I+II ICH Q7 ISO 9001 EU GDP). კომპანიის აუდიტის მონაცემთა ბაზაში შეტანილია ინფორმაცია PSP Phrama-ს აუდიტის შესახებ https://www.pharma-audit.de/. HEACON ჯგუფი დაფუძნებულია ბერლინში და ჰყავს კვალიფიციური და გამოცდილი მსოფლიო აუდიტორების გუნდი. კომპანიას ფარმაცევტულ და ჯანდაცვის ინდუსტრიაში განხორციელებული აუდიტის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ისეთი დიდი ფარმმწარმოებლების, როგორიცაა AstraZeneca Pharmaceuticals LP, B. Braun Melsungen AG, EGIS Pharmaceuticals PLC, SANOFI CHIMIE და სხვ. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად PSP Pharma-ს საწყობი ნაციონალურთან ერთად, უკვე GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატსაც ფლობს. „PSP 1994 წლიდან ახორციელებს მედიკამენტების დისტრიბუციას მსოფლიოს 100-ზე მეტი წამყვანი მომწოდებლებისგან. PSP-ს მთავარი საზრუნავი მომხმარებლისთვის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქტების უწყვეტი მიწოდებაა. სწორედ დისტრიბუციის ხარისხის მართვის სტანდარტი განაპირობებს იმას, რომ ევროპაში წარმოებული გარანტირებული ხარისხის მედიკამენტი ზუსტად ასეთივე ხარისხით მიეწოდება მომხმარებელს PSP-ს სააფთიაქო წსელის და კონტრაქტორი ორგანიზაციების მეშვეობით“,- აცხადებენ PSP-ში.
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)