13:42 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 15:51:17, 994 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - წელს, მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების ბუმი იქნება

იცით რომ  უკვე წარმატებით დასრულდა,  კულტურის სამინისტრო  მუშაობს ამ თემაზე, ასევე ადმინისტრაციაც - „ბლექ სი არენა" - ს მენეჯმენტმა, ძალიან კარგად იმუშავა, მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს და წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების, მათი კონცერტები  გაიმართება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ელის როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსავლებს.

„აქვე მინდა განმარტების სახით გითხრათ,  საუბარი იყო, რომ თითქოს 70 მილიონი ლარი  იხარჯება ამ კონცერტებში, რა თქმა უნდა,  ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ  ჩვენ შემოსავლებს ველოდებით, როგორც პირდაპირს ასევე არაპირდაპირს, შეიძლება იყოს მინიმუმ  100 მილიონ ლარზე საუბარი, ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ზოგადად პრესტიჟი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშნელოვანია, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ძალიან კარგი სხვა სიახლეებიც ექნებათ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მსმენელებს  და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული  სეზონი. ტურიზმში ჩვენ გვაქვს ძალიან  სერიოზული პროგრესი, ჩვენ შარშან საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა 5 მილიონზე მეტი ვიზიტორი იყო.  ასე რომ ამ მიმართულებით გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics