13:44 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 12:18:15, 1639 ნახვა

საზოგადოება
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო - საგარეო

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, როგორც კომპანიებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეები გუშინ უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი ხართუმში, სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნდება. მუდმივ კავშირზე, კომუნიკაციაში ვართ კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც იმყოფებიან ხართუმში“, - ამბობს ხვთისიაშვილი.

ცნობისთვის, სუდანში, სადაც  ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, საქართველოს 35-მდე მოქალაქე იმყოფება.

დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი 21 აპრილს მეორედ დაიდო. დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყვნენ შეთანხმებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics