13:44 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 10:49:44, 969 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში დაღუპული სამხედროსა და მისი თანამებრძოლების სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

რელიგიურ ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის დედა - მარინა გზირიშვილი და გმირის თანამებრძოლები დაესწრნენ. 

ვახტანგ გზირიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. ქართველი სამხედრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ ტბეთთან საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას, ცხინვალის რეგიონიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გადმოყვანისას, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა. მას დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics