13:39 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 19:04:09, 1021 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია სააკაშვილი პოლონიუმით იყოს მოწამლული

მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილი პოლონიუმით იყოს მოწამლული,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საჭიროა მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევები ჩაუტარდეს, თუმცა საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. 

"ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, მოდით სისხლიც ავიღოთ, თმის და ფრჩხილებიცო. ახლა ვეუბნებით, რომ არსებული გაიდლაინების მიხედვით, თუ პირი მაისშია მოწამლული დღეს ვეღარაფერს ვეღარ აღმოაჩენენ, იმავდროულად ჩვენ მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია სააკაშვილი პოლონიუმით იყოს მოწამლული.

საერთაშორისო ტოქსიკოლოგიურ ორგანიზაციებს მივწერეთ, იმათგან მოგვივიდა პასუხი, რომ აი თქვენ რომ დაადგინეთ ეს კვლევები უნდა ჩაატარონო. მივმართეთ საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს და ვეკითხებით, თქვენ შეგიძლიათ ამ კვლევების ჩატარება, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია" - განაცხადა ხაჭაპურიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებაზე - ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა
კახა კალაძე ხმაურის რეგულაციებზე: გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური - ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics