14:39 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-09 13:24:52, 333 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებაზე - ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა

ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა, სხვა კომენტარი რა გავაკეთო არც კი ვიცი, - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განცხადებას, რომ „სხვა პატიმრების გათავისუფლების შემდეგ იქნება მსჯელობა იმაზე, პაატა ბურჭულაძე უფრო ფასეულია ციხეში თუ თავისუფლებაზე“.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა თავად პაატა ბურჭულაძის პოზიციასაც, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა.

„რა თქმა უნდა, ბურჭულაძის ეს განცხადება არის აშკარა ანონსი. მასაც არ უნდა, ბუნებრივია, ციხეში ყოფნა და ასეთი ფორმით ერთგვარად დაგვიანონსა, საბოლოო ჯამში, საკუთარი ბრალის აღიარება. ეს კარგი იქნება, მასაც მოვუწოდებ აღიაროს საკუთარი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმება, ის დატოვებს საპატიმროს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა, ზოდელავამ, ბურჭულაძემ, სხვებმა ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, მათ ხელისუფლების დამხობა სცადეს, ასეთ პირობებშიც კი, ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი ნაბიჯი გადავდგათ. მიხარია, რომ მისი მხრიდან აღიარება დაანონსდა, რა თქმა უნდა, თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება.... [რაც შეეხება შვილს], მე არ ვიცი, ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა, სხვა კომენტარი რა გავაკეთო, არც კი ვიცი. თავის დროზე, ჩახუნაშვილის შვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, ახლა ბურჭულაძის შვილმა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics