|
2026-10-09 13:17:47, 356 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია გაუფასურებულია. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, მიღებულ რეზოლუციებსა თუ განცხადებებს ფასი არ აქვს და ტყუილებით არის გაჯერებული „ჩვენ პირველად არ ვისმენთ და არც პირველად ვხედავთ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელთაც არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ თუ შევხედავთ ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მიღებულ რეზოლუციებს, ზოგადად ევროპარლამენტის ფუნქცია არის გაუფასურებული. აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათი ყველა განცხადება და რეზოლუცია გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით, არასამართლიანი დამოკიდებულებით კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მიკერძოებით და პოლიტიკური სპეკულაციებით. შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ან თუნდაც მიღებულ რეზოლუციებს, არანაირი ფასი არ აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)